|
ინფორმაცია რვა ტრიგრამის - "ბა გუა"-სა და 64 ჰექსაგრამის - "ი-ძინი"-ს შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ "რვა ტრიგრამა" პირველად ჩინელმა ფუ სიმ (იგივე ბაო სიმ) დაწერა ხუთი მმართველის ეპოქაში (ჩვ. წ. აღ-მდე 2852 წელს), ხოლო მოგვიანებით "ი-ძინი" ჩჟოუ დინასტიის მმართველ ვენ-ვანის (ჩვ. წ. აღ-მდე 1122 წ.) დროს პირველად იქნა წიგნში ახსნილი, მას "ი-ს გენეალოგიის სტროფები", ანუ "ისიცი", ეწოდა. ეს არის პირველი წიგნი, რომელშიც საუბარია "რვა ტრიგრამასა" და ბუნებას შორის კავშირის შესახებ. ცნობილია, რომ ყოფილი წინა აზიის დიდ ტერიტორიაზე, მესოპოტამიისა და კავკასიონის, ანუ დღევანდელი შუამდინარეთის (ერაყი, სირია, ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, საქართველო) ტერიტორიაზე, დასახლებული იყვნენ როგორც შუმერული, ასევე პონტისპირული - ქალდეველური, ხეთური, სუბარული, კოლხური და იბერიული ტომები, აგრეთვე მაიას ტომებიც. წინა აზიასა და კავკასიაში მცხოვრები ზემოთ ჩამოთვლილი ტომები ერთმანეთზე გავლენას ახდენდნენ ყოფიერების ყველა სფეროში - იქნებოდა ეს მსოფლმხედველობა, ფილოსოფია თუ წესჩვეულებების ხასიათი, საბრძოლო ხელოვნებები და სხვა. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ტომების მსოფლმხედველობა, დღესასწაულები, მითოლოგიური მოდელები, ფილოსოფია და საბრძოლო ხელოვნებები ძალიან წააგავს ძველ ჩინურ კულტურას. მაგალითისათვის ავიღოთ მაიას ტომების ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო (იხ. სურათი), რომელშიც თვალნათლივ ჩანს სამყაროს რვა მიმართულების ენერგიების აღმნიშვნელი ნიშნები (ცენტრში), რომლებსაც შემდგომ ჩინელებმა სათითაოდ "ტრიგრამა" უწოდეს, ხოლო ჯამურად - "ბა-გუა" (რვა ტრიგრამა). აღმოსავლური კულტურის ცნობილი უცხოელი მკვლევარები და მეცნიერები (ტ. მაკლატჩი, ტ. დე ლაკუპრი, არლეზი, ენდო, ი. შუცკი, ვ. ვასილევი, ლ. კუნი და სხვა) თვლიან, რომ 64 ჰექსაგრამა და მისგან წარმოშიბილი ხელოვნებები არაჩინური წარმოშობისაა და მათ შუა აზიას, მესოპოტამიას და კავკასიას უკავშირებენ. მეცნიერისა და მკვლევარის ტერიენ დე ლაკუპრის გამოკვლევები დადის შემდეგ აზრამდე: "ი_ძინის ხელოვნება" - არაჩინური წარმოშობისაა. ისინი ჩინეთში შემოიტანეს ჩვ. წ. აღ.-მდე 2282 წელს "ბაკის ტომის" (შუმერები, ხალდეები, ...) ადამიანებმა... ისინი დასავეთიდან (წინა აზიის ტერიტორიიდან - ახლანდელი შუამდინარეთი) მოგზაურობდნენ შუა აზიისაკენ და ჩინური ი-ძინიდან შექმნილი ხელოვნებები ამ უკანასკნელთა (შუმერთა, ხალდელთა ...) მიბაძვაა მხოლოდ. იაპონელი მეცნიერის ენდოს აზრით, ყველა ზემოთჩამოთვლილი ხელოვნება დაიბადა არა ჩინეთში, არამედ ჩინეთის დასავლეთ მოსაზღვრე ქვეყნებში. ცნობილი რუსი მეცნიერის, აკადემიკოს ლ. ვასილევის აზრით, მის მიერ ყველა დასავლური გამოკვლევის შეჯამებით, ჩინური ცივილიზაციის დამაარსებლები იყვნენ ის მომთაბარე ტომები, რომლებსაც გააჩნდათ შუა აზიური (პროტო ინდოირანული) და კავკასიური ფესვები. აკადემიკოსი ვ. ვასილევი მიუთითებს, რომ ჩვენს ერამდე ათასწლეულის შუა პერიოდში ძველ ჩინეთში აღმოცენდა "შან-ინის" ბრინჯაოს კულტურა, რომელმაც ჩინეთს თან მოუტანა მრავალი სიახლე. ჩინეთის ტერიტორიაზე მხოლოდ "შან-ინის" ეპოქის დროს გაჩნდა ორბორბლიანი ცხენშებმული საბრძოლო ეტლები, მაშინ როდესაც შუმერებს ჩვენს ერამდე მეხუთე ათასწლეულში უკვე გააჩნდათ მორგვების ბორბლიანი და ბრინჯაოს მილისიანი საბრძოლო ეტლები. ამ პერიოდში ჩინეთში გავრცელდა ბრინჯაოს იარაღი - შუბები, ნაჯახები, მილისებიანი შუბის წვერები; შენობების ახალი ტიპი, რომლებიც ბაბილონურ შენობებს წააგავდა; დამწერლობა, სახვითი ხელოვნება, კერპების ახალი სახეები და რიტუალები, ი-ძინის ხელოვნება და სხვა. ცნობილი უნგრელი მეცნიერი ლასკო კუნი შემდეგ მეცნიერულ დასკვნამდე მივიდა: "...უძველესი სამყაროს საბრძოლო ხელოვნებების კვალი აღმოჩენილია იმ რაიონში, რომელიც იმყოფება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ მხარეს, უფრო ზუსტად, მესოპოტამიასა და კავკასიონის ტერიტორიაზე (ჩ. წ. აღ-მდე IV საუკუნე)... (იხ. სურათი) ...უძველეს მესოპოტამიას და მის მიმდებარე რეგიონებს კაცობრიობის აკვნად თვლიან". |